თან მოლაპარაკებები თან ლანძღვა - პრემიერი ბრიუსელში ჩავიდა

06.09.22 11:44
თან მოლაპარაკებები თან ლანძღვა - პრემიერი ბრიუსელში ჩავიდა

პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაფრინდა. დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი  ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში ევროპარლამენტარებზე "ქართული ოცნების" უპრეცენდენტო თავდასხმების და იერიშის ფონზე იწყება. 

როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს და რა გადაწყვეტილებას შეიძლება ელოდოს ქვეყანა ევროკავშრის წევრობასთან დაკავშირებით, ცნობილი სწორედ დღევანდელ ღონისძიებაზე გახდება.

პრემიერის ბრიუსელში გამგზავრებას ოპტიმიზმით არ შეხვედრია ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ევრკავშირში გაწევრიანება არ სურს და ამიტომ ბრიუსელში პრემიერი ხელცარიელი ჩადის.

საუბრობენ, რომ აშშ, მთავარი სტრატეგიული სახელმწიფო საქართელოში ცდილობს პოლიტიკურად სახელმწიფო გადაატრიალოს, თავს ესხმის ყველა სტრატეგიულ მეგობარს, თავს ესხმის ყევლა საერთაშოიროს აგილობრივ აქტიურ მოქალაქეს... რატომ? იმიტომ, რომ ამ ხალხს სურს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა და სურს ვიცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. როდესაც შენ ღირებულებით ცივილიზებულ არჩევანს ზურგს აქცევ და კვლავ ცდილობ, რომ თავი წარმოაჩინო როგორც დასავლური ღირებულებების მეხოტბე, ეს უკვე, რა თქმა უნდა, ყველა ცინიზმის ზღვარს სცდება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია. 

მსგავსი სიახლეები