"ოცნების " მაღალჩინოსნები სუს-ის ყოფილ ბოსს გაჩუმებას სთხოვდნენ?! - გოგაშვილი მხილების ახალ სერიას აანონსებს
ვინ არიან "ქართული ოცნების " ის მაღალჩინოსნები, ვინც სოსო გოგაშვილს და მის ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ? - სუს-ის ექს შეფი მხილების ახალ სერიას აანონსებს.
სოსო გოგაშვილის ოჯახი ყველა იმ პირის დასახელებას აპირებს, ვინც გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს და სამსახურს სთავაზობდა.
მხილების ახალი სერია სასამართლოში მოხდება, სადაც 20 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ამასთან გოგაშივლის ცოლი, თეა მარტოფიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სავარაუდოდ მის მეუღლეს ბრალს კიდევ დაუმძიმებენ.
დაველოდები 20 ოქტომბერს, შევხედავ რას იზამენ, რა მუხლით დაუმძიმებენ ბრალს და შემდეგ აუცილებლად დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუ ვინ მოდიოდა ჩემს ოჯახში და რას სთავაზობდნენ სოსო გოგაშვილს" - აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი.
სოსო გოგაშვილის შვილი კი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს:
მამაჩემი ნამდვილად არ არის უსაფრთხოდ, ისევე როგორც ჩემი ოჯახის სხვა წევრები. სოსო გოგაშვილი მოქმედ ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ისინი მაქციმალურად შეეცდებიან ხელი შეუშალონ მამაჩემს განაგრძოს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენი მოთხონაა ხარვეზები აღარ დაფიქსირდეს რუსთვის მე-12 დაწესებულებაში და მამაჩემი 24 საათის განმავლობაში იყოს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ"- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.