მოვლენების ეპიცენტრი პარლამენტია - საშემოდგომო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა

06.09.22 13:28
 მოვლენების  ეპიცენტრი პარლამენტია - საშემოდგომო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა

საშემოდგომო სესია დაწყებულია. რამდენიმე  კვირიანი პაუზის შემდეგ "ქართული ოცნება" და ოპოზიცია სხდომათა  დარბაზში იმყოფებიან. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. 

ტრიბუნასთან სიტყვით უკვე გამოვიდა ირაკლი კობახიძე. საუბრის დასაწყისში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ წარმატებული თამაშებისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, კობახიძემ სპორტში პოლიტიკურ ინტერესებზეც ისაუბრა. მისი სამიზნე "ფორმუას" ჟრნალისტები ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე აღმოჩდნენ. კობახიძემ ისინი სპორტსმენებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და ისინი "ნაციონალებად" მოიხსენია.

ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. კულმინაცია იყო ხვიჩა კვარტაცხელიაზე თავდასხმა "ნაციონალების" ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან. ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასტან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს.ა სეთ პირობებში რამ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძლოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელია, - განაცხადა კობახიძემ. 

განცხადებების გასაკეთებლად ემზადება ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, რომ უკვე დაანონსებულია, რომ მოსმენების კანონზე დღეს "ოცნება"  პრეზიდენეტის ვეტოს დაძლევს.

მსგავსი სიახლეები