ასეთ პარლამენტარს რა შეიძლება ვუწოდო? ეს არის პირდაპირი მტრობა - კობახიძე კრამონზე

06.09.22 14:59
ასეთ პარლამენტარს რა შეიძლება ვუწოდო? ეს არის პირდაპირი მტრობა - კობახიძე კრამონზე

დედაქალაქის მერის შემდეგ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს თავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც ესხმის. ირაკლი კობახიძე კახა კალაძის რიტორიკას იმეორებს დ ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი "მტერია".

ჩვენ ვნახეთ გუშინ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის შესახებ, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო, შედეგი არის ირიბი სანქციები ბიძინა ივანიშილის წინააღმდეგ და ა.შ. ასეთ პარლამენტარს რა შეიძლება ვუწოდო? რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, - თქვა კობახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები