"რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებზე იზრუნებს" - პუტინის ახალი ბრძანება
რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. ოკუპანტის ქვეყნის ლიდერის ბრძანება შესაბამის ოფიციალურ პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზღვრებს გარეთ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და თვითგამოცხადებულ რეპუბლიკებთან გაფართოვებული თანამშრომლობა იქნება. საუბარია აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, ასევე, დროებით ოკუირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე.
რაც შეეხება საქართველოს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ამ ქვეყნებში რუსეთი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ყურადღებით დააკვირდება და უზრუნველყოფს.