ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან - კობახიძე
პარლამენტის პირველი საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისევ ოპონენტებზე და კრიტიკული არხების წარმომადგენლებზე თავდასხმით დაიწყო. ირაკლი კობახიძის სამიზნე ამჯერად ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალსტები ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე აღმოჩდნენ. "ოცნების" ლიდერმა მათ უღმერთოებად და "ნაცმოძრაობის" მიმდევრებად მოიხსენია.
ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. კულმინაცია იყო ხვიჩა კვარტაცხელიაზე თავდასხმა "ნაციონალების" ცნობილი სახეების შესრულებით. ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასდროს გახდებიან. ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ზოგადად ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება და განასახიერებს. ასეთ პირობებში, რამ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძლოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელია, - განაცხადა კობახიძემ.