ვის უნდა სანქციების ქვეშ მოყოლა? ვის უნდა სამარცხვინო იარლიყით სიარული? - გოცირიძე "ოცნებას"

06.09.22 13:45
ვის უნდა სანქციების ქვეშ მოყოლა? ვის უნდა სამარცხვინო იარლიყით სიარული? - გოცირიძე "ოცნებას"

ვხედავთ შიშს თქვენს თვალებში, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პირველ სესიაზე. 

ოპოზიციის წევრმა სახელისუფლებო გუნდის წევრებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ ეშინიათ, "სამარცხვინო" ოთხეულის მორიგი წევრი არ გახდნენ და ეს ოპოზიციისთვისაც თვალნათელია.  

შემოვედით და რას ვხედავთ? შიშს თქვენს თვალებში და ალბათ გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში. ერთი ოცნება აქვს აქ მარჯვენა ფლანგზე მჯდომ დეპუტატებს, "ღმერთო, მიშველე, ნეტავ არ გავხდე მეხუთე, ნეტავ არ გავხდე მე-6 და აქედან არ გადმომაჯინოთ აი, აქეთ!" ჯერ ტრიო იყო, მერე ოთხეული გახდა. ვის უნდა სანქციების ქვეშ მოყოლა? ვის უნდა სამარცხვინო იარლიყით სიარული? , - თქვა გოცირიძემ. 

მსგავსი სიახლეები