ჯერ ხოშტარიამ დადო სია, შემდეგ იგივე სია დადო უკრაინამ, ამ კოორდინაციაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე თავს ისევ ოპონენტებს ესხმის და იმეორებს, რომ მათ მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ირაკლი კობახიძე ასევე, "საეჭვო" კოორდინაციას ქართულ ოპოზიციასა და უკრანის მთავრობის შორისაც ხედავს.
ჯერ ელენე ხოშტარიამ დადო სია, ზუსტად იგივე სია დაიდო ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე გარკვეული ჩვენი ეჭვები გვაქვს. რატომ იმუქრებიან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთოხვნით, მეორე მხრივ, რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს უნდა ესაუბრონ თუ არიან ღრსეულები. ღირსება მათ არ აქვთ, ვიცით. შეიძლება ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს, იმ ემთხვევაში თუ გავხსნით მეორე ფრონტს და ჩავერთვებით ომში, ერთის მხრივ ბიძინა ივანიშივლსაც პრობლემები აღა ექნება ტავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით და მეორე მხრივ, შეიძლება ხალხს უნდა, რომ ვიბრძლოთ უკანასკნელ ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს, - თქვა კობახიძემ.