როგორიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა - პრეზიდენტი
უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს დაძლევა"- თქვა მან.