რუსი ტურისტების სიმრავლე საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - კობახიძე პუტინის ბრძანებაზე
იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში რუსულეოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ ბრძანებას აქვეყნებს, "ქართული ოცნება" ისევ ირწმუნება, რომ რუსი ტურისტების სიმრავლე ქვეყანაში საფრთხეს არ წარმოადგენს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე ამბობს, რომ რუსულენოვან მოსახლეობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბარი თითიდან გამოწოვილია.
წარმოადგენს თუ არა 40 ათასი საქართველოში მყოფი ტურისტი კატასტროფულ რისკს საქართველოსთვის? პირაპირ გეტყვით, რომ არ წარმოადგენს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი აქ სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩნებაზე და შემდეგი თეების განმავლობაშ არ მოხდება არაფერი. იმის წარმოჩენა, რომ საქართველოში მყოფი რამდენიმე ათასი ტურისტი არის კატასტროფა, ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაცა. თქვენ თუ მეკითხებით, რუსეთისგან საფრთხეები აქვს ქვეყანას თუ არ აქვს, რა თქმა უნდა, აქვს. მაგას გეუბნებით, რომ 10 წელია დაკავებულები ვართ იმით, რომ ზოგადად, საგარეო საფრთხეები, მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საგარეო საფრთხეებისგან დავიცვათ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშ არ ყოფილა არცერთი ომი, - თქვა კობახიძემ.
პუტინმა საქართველოში მოლოდოვასა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების დაცვის ბრძანება გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტის ამ ქყვენებში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესებისთვის ბრძოლას აანონსებს.
დოკუმენტში არ არის დაკონკრეტუებული როგორ და რანაირად აპირებს რუსეთი ან ვისგან უნდა დაიცვას საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები.