"ვიწყებთ სიმართლის თქმას უფრო მყარად" - ხუნდაძის მორიგი იერიში სტრატეგიულ პარტნიორებზე
ივანიშვილის ოთხეული წერვმა დიმიტრი ხუნდაძემ საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლა ისევ სტრატეგიულ პარტნიორებზე იერიშთ დაიწყო. დეპუტატი "სიმართლის" თქმა უფრო ხმამაღლა და მაღალ რანგში დააანონსა.
ჩვენ ახლა ვიწყებთ საზოგადების ჩართულობით უფრო მაღალ რანგში, უფრო მყარად სიმართლის თქმას. თქვენი მასხარაობა დასრულდება. როცა ომის რიტორიკა სტორიულ ხასიათს ღებულობდა და ეს ისტერია არ შეჩერებულა დღესაც, ჩვენ სწორედ ამიტომ დავსვით კითხვები და კითხვა დავუსვით იმას, საიდანაც ჩვენ ველოდით კონკრეტულ პასუხს. არც წაუკითხავობაა კარგი და მისაღები და არც ის, რომ კითხვებზე არ უყო პასუხი და იყო მონათლული როგორც ტყუილი. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, - თქვა ხუნდაძემ.