რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე არსებობს - ბოკერია პუტინის ბრძანებაზე
ოპოზიცია პუტინის ახალ ბრძანებაში საფრთხეს ხედავს. "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ბრძანება საქართველოში სამხედრო აგრესიის ან დივერსიების მოსაწყობად გამოიყენოს.
ეს საფრთხე, რომ რაღაც მომენტში პუტინი ამ თუ სხვა საბაბით განახორციელებს შემდგომ სამხედრო აგრესიას ან სამხედრო აგრესიის გარეშე დივერსიებიც შეიძლება, რომ დაამხოს ჩვენი სახელმწიფოებრივობა, რა თქმა უნდა, არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ამ ამბავს გამოიყენებს კვლავ შიშის დასანერგად, რომ ნახეთ, რას იძახიან? ანუ საფთხეა ანუ ჩვენ არ უნდა გავინძრეთ და ვინც გეუბნებათ, რომ უნდა გავინძრეთ, იმათ უნდათ თქვენი შვილების სიკვდილი. ეს იქნება მათ სცენარი, ამისთვის აკეთებს პუტინი, რომ ეს იარაღი მისცეს მის მოკავშრეებს, - თქვა ბოკერიამ.
პუტინმა საქართველოში მოლოდოვასა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების დაცვის ბრძანება გამოსცა. რუსეთის პრეზიდენტის ამ ქყვენებში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესებისთვის ბრძოლას აანონსებს.
დოკუმენტში არ არის დაკონკრეტუებული როგორ და რანაირად აპირებს რუსეთი ან ვისგან უნდა დაიცვას საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები.