ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა - ზარქუა

06.09.22 15:28
ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა - ზარქუა

პარლამენტში საშემოდგომო სესია  ხმაურიანი განცხადებებით გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ენმ-ს წევრს, მისივე კოლეგა ლევან ხაბეიშვილს „მასხარა“ უწოდა.

ზარქუას გაღიზიანება ხებეიშვილის განცხადებამ გამოიწვია, რა დროასაც, ენმ-ს წევრმა მმართველი პარტიის ლიდერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე „რუსი ოლიგარქის მოურავი“. 

2018 წელს საკრებულოში სიტანა სარჩელი - მე და ჩემს სიდედრს გვიჩივლა, 3 მილიონის ქონება გადაუფორმა ზარქუამ თავის სიდედრს 2016 წელსო. 

აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობს, მე დაბადებულიც არ ვიყავი და ერთი წელი სახლში არ მიშვებდა სიდედრი. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ჩვენებზე.

ახლა თქვა ირაკლი კობახიძეზე არშემდგარი ადამიანიო. ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ თქვა ეს? ხაბეიშვილმა, რომელიც შემდგარი მასხარაა", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები