რატომ არ იმოფება "ოცნება" კონფერენციაზე - პაპუაშვილს განმარტებების გაკეთება ტრიბუნიდან მოუწია
რატომ არ იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციაზე - შალვა პაპუაშილს განმარტებების გაკეთება ტრიბუნიდან მოუწია. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მთელი ცივილური სამყარო შეიკრიბა, რადიკალებიც არიან და მათ დღის წესრიგს ვერ აყვებოდა.
კონფერენციაზე, მათ შორის, პანელზე, წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე. ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენგტის თავმდჯომარის არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი, - თქვა პაპუაშვილმა.