არცერთ დემოკრატიულ სახელმიფოში არ არის სახალხო დამცველი, ვიფიქროთ ამაზე - ფრიდონ ინჯია
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია სახალხო დამცველის პოსტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან დღეს საშემოდგომო სესიაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ომბუდსმენის ფუნქცია კანონის უზენაესობამ უნდა შეასრულოს.
სახალხო დამცველი სადღაც 5-6 ქვეყანაშია მსოფლიოში. დანარჩენი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სახელმიფოში არ არის სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის როლს ასრულებს კანონის უზენაესობა, ვიფიქროთ ჩვენც ამაზე, - თქვა ინჯიამ.