წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს - ხაბეიშვილი კობახიძეზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს "შეუმდგარი კაცი" უწოდა.
"წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს. მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ, მთელი თავისი ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს"- განაცხადა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ხაბეიშვილმა.
მეტიც ოპოზიციის წევრმა, მმართველი პარტიის ლიდერს "რუსი ოლიგარქის მოურავი" უწოდა.
მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს. მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა. წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ შეუმდგარი რუსი ოლიგარქის მოურავი, რაღაცებს ლაპარაკობს და ამბობს, უიმე დედა, თურმე პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ როგორი სატანისტები ვართ ამასობაში, თქვენივე თანაგუნდელი გადანაშაულებთ, რომ კელიებში მამაოებს უსმენთ, მეუფეებს და მათ პირად ცხოვრებას და ეს კაცი ლაპარაკობს მერე მამაოზე, ეკლესიაზე, პატრიარქის სიყვარულზე. ცოტა არ იყოს და სიგიჟეა"- დასძინა მან.