კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოწვევები ივლისის ბოლოს დაეგზავნათ - დევიდ კრამერი
"მკაფიოდ ვაცხადებ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოწვევები ივლისის ბოლოს დაეგზავნათ,მათ არჩიეს, (ღონისძიებას) არ დასწრებოდნენ” - ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნება“ მათ თავს დაესხა:
„ვისურვებდი, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ. ვფიქრობ, მათ ხელიდან გაუშვეს აქ ყოფნის შესაძლებლობა. ეს შესანიშნავი კონფერენცია იყო. ვფიქრობ, რომ ისინი ისარგებლებდნენ როგორც აქ გაკეთებული განცხადებების მოსმენით და ასევე მოგვცემდნენ მათი მოსმენის შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც აქ ვიქნებით და გვექნება ეს კონფერენცია, ის სრული მონაწილეობით ჩატარდება და შევძლებთ მოვისმინოთ ყველა განსხვავებული აზრი”, - განაცხადა კრამერმა.