დემარშის მეორე დღე - ,,ოცნება" საერთაშორისო კონფერენციაზე არც დღეს მივიდა
საერთაშორისო ფორუმს, სადაც ევროპარლამენტარები და ამერიკელი ანალიტიკოსები არიან მოწვეული, ხელისუფლება ისევ ბოიკოტს უცხადებს.
ასეთი სისულელე არ გამიგია - ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ბოიკოტს საქართველოში ჩამოსული ამერიკელი გენერალი, ბენ ჰოჯესი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა.
უცხოელ პარტნიორებს მხარი საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა და ,,ქართული ოცნება" რუსული ინტერესებიუს გატარებაში ღიად დაადანაშაულა.
ვინც ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ის რუსულ საქმეს აკეთებს - ეს რუსული დეზინფორმაციაა - პრეზიდენტმა ამ განცხადებით თბილისში მყოფ ევროპელ და ამერიკელ სტუმრებს მიმართა, იმ სტუმრებს, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე ,,ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მტრებად გამოაცხადა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟი