ხმაურიანი დებატები პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკური დაპირიპირების ადგილად იქცა
პარლამენტის საშემოდგომო სესიის ხმაურიანი პირველი სხდომა - არდადეგებიდან დაბრუნებულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დარბაზი ისევ პოლიტიკური დაპირისპირების ადგილად გადააქციეს. თუმცა დღევანდელი დღე იმით გამოირჩეოდა, რომ პოლიტიკასთან ერთად დიდი დოზით იყო სპორტიც. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ,,ოცნებამ" ქართული სპორტის მტრებად გამოაცხადა
სხდომათა დარბაზში აქტიურობდნენ ,,ოცნებისგან" ვითომ განდგომილებიც. ჯერ პოლიტიკური ტრიუკის ჩაატარებას შეეცადნენ და ოპოზიციის სკამებზე დასხდნენ. თუმცა, მათსა და ,,ოცნებას" შორის მანძილი რომ არაფერს ცვლის, ყველამ კარგად იცის. ივანიშვილის კვარტეტის მისია ამჯერადაც დასავლელი პარტნიორების ლანძღვა იყო.
საშემოდგომო სესიიის პირველივე სხდომა ,,ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევადაც გამოიყენა და უკანონო მოსმენებზე შეუზღუდავი წვდომა მიიღო.
ვრცლად იხილეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტი.