ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური სურვილი, რომ სააკაშვილის საკითხზე კომპრომისი მოხდეს - ანა ფოტიგა

06.09.22 20:46
ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური სურვილი, რომ სააკაშვილის საკითხზე კომპრომისი მოხდეს - ანა ფოტიგა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ევროპარლამენტარებს შეხვდა.  გიული ალასანია გავლენიან დეპუტატებს  ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე ესაუბრა.

 პრეზიდენტის დედამ  ევროდეპუტატებს ბოლო ინფორმაციას მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი ,,ვივა მედის" პალატაში.  

საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პატიმარი პრეზიდენტის მონახულების სურვილი თავადაც ჰქონდა, თუმცა მას კლინიკის კარი არ  გაუღეს და მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან კონტაქტით შემოიფარგლა.

შევხვდი სააკაშვილის დედას, მთავარი მესიჯი, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. როგორც ვიცი, ეს მდგომარეობა ძალიან ცუდია. ის არ არის ადეკვატურ პირობებში. უნდა მოხდეს მისი ქვეყნიდან გაყვანა და საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გასინჯონ. 

არ არსებობს პოლიტიკური სურვილი, რომ მოხდეს კომპრომისი ამ საკითხზე. ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა პოლიტიკური, არამედ, ადამიანური ქეისია. - განაცხადა ანა ფოტიგამ

სააკაშვილს უნდა შეხედონ, როგორც ჩვეულებრიც ადამიანს და მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა - განაცხადა ანა ფოტიგამ.

მსგავსი სიახლეები