გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბრიუსელში - პრემიერი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხვდება
გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბრიუსელში. ერთ სააათში გაირკვევა, როგორ შეასრულა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს, ხვდება. საქართველოს პრემიერი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმ დროს ჩავიდა, როცა მისი გუნდი თბილისიდან ევროპარლამენტარებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს.