დაპირისპირების ახალი ტალღა გორში - ქალაქის მერს სუსის უფროსსა და გუბერნატორთან ურთიერთობა დაეძაბა
დაპირისპირება გორის ადგილობრივ ხელისუფლებაში - ქალაქის მერს, ვლადიმერ ხინჩიგაშვილს, ურთიერთობა სუსი-ს ადგილობრივ ხელმძღვანელთან, ოთარ ნონიკაშვილთან, ისე დაეძაძაბა, რომ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ინფორმაციას ,,პირველებთან" გორში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
დაპირისპირება მუნიციპალიტეტში მერის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციას მოჰყვა, სადაც სუსი-ს კადრები სამსახურიდან დაითხოვეს და მათს ადგილებზე ხინჩეგაშვილის პროტეჟეები დანიშნეს.
გორის მოჭიდავე მერს ურთიერთობა დაეძაბა შიდა ქართლის ახალ გუბერნატორთანაც, თბილისის ყოფილ პროკურორ, მიხეილ შაყურალაშვილთან, რომელიც პრემიერმა გუბერანატორად სამი კვირის წინ დანიშნა.
გორის მერმა სუს-თან და გუბერნატორთან დაპირისპირების ფონზე საკადრო ცვლილებები დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა საკვანძო თანამდებობაზე ვლადიმერ ხენჩიკაშვილს მისი ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნა უნდა.