ლაშა თორდია პოლიტიკური დევნილია - აშშ-ის ფედერალრი სასამართლო

07.09.22 11:13
ლაშა თორდია პოლიტიკური დევნილია - აშშ-ის ფედერალრი სასამართლო

ამერიკის ფედერალურმა სასმართლომ აუდიტის სამსახური ყოფილ შეფს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. ის რაშიც ქართულმა სასმართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, შტატებმა პოლიტიკური დევნად აღიარა.

ოთხწლიანი განხილვის შემდეგ, დადგინდა რომ ყოფილმა პროკურორმა ლაშა თორდია აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის გამო პოლიტიკური ნიშნით ცემა.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია ისიც, რომ "ოცნება" მისთვის მიუღებელ ადამიანებს დევნის, აშანტაჟებს, ავიწროებს და ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

ოთხწლიანი განხილვის შემდგომ, ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოენიჭებინა ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობდა საემიგრაციო სამსახურში, შემდგომ სასამართლოში სადაც დეტალურად იქნა განხილული ჩემი "ქეისი". 

საქართველოში ხდება ის, რომ პოლიტიკურად მიუღებელ პირებს გადაუვლის მთელი სისტემა - დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან, სასამართლოდან, პოლიტიკოსებიდან, ტროლ-ბოტებიდან და ასე შემდეგ. ყველა ეს ჯაჭვი, რომელიც აფელირებულია ხელისუფლებასთან, გადაუვლის ერთ ადამიანს. 

ამერიკულმა სასამართლომ ეს ყველაფერი რომ ნახა, თქვა, რომ შეუძლებელია ადამიანს ასე ექცეოდეს სასამართლო. შეუძლებელია ასე ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება. შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და კანონით აკისრია ვალდებულება, გამოიკვლიოს კორუფციული სქემა თუ სხვა რამ 1 000 ადამიანის თანდასწრებით მაღალი თანამდებობის პირებმა სცემონ"- უთხრა "ტვ პირველს" ლაშა თორდიამ. 

ლაშა თორდიამ 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები კლუბ “ელ ცენტროში” თავს დაესხნენ და სცემეს. 

თორდია თავიდანვე აცხადებდა, რომ ფარცხალაძის გაღიზიანება აუდიტის სამსახურის კვლევამ გამოიწვია, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. 

თირდიას ცემის ფაქტზე სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანხმლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები