ბორელის განცხადებები წითელი ბარათის ჩვენება იყო ოპოზიციისთვის - ოხანაშვილი

07.09.22 11:32
ბორელის განცხადებები წითელი ბარათის ჩვენება იყო ოპოზიციისთვის - ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილის თქმით, ბორელის განცხადებები წითელი ბარათის ჩვენება იყო არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ოპოზიციისთვის. 

მმართელი პარტიის წევრის თქმით, დასავლეთი სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

ითქვა, რომ არსებობს წუხილები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოითქვა იმედი, რომ ეს საკითხები, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში იქნება გარკვეული. 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საპარლამეტო უმრავლესობას, ასევე სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი“. - ამბობს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩასულ საქართველოს  პრემირ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა პირდაპირ  უთხრა, რომ პირობების შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და პასუხისმგებლობა იკისროს. არ არის მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები