"ოთარ ფარცხალაძემ ცხოვრება შემიცვალა, პასუხს აგებს ამისთვის! - ლაშა თორდიას პირველი კომენტარი

07.09.22 11:15
"ოთარ ფარცხალაძემ ცხოვრება შემიცვალა, პასუხს აგებს ამისთვის! - ლაშა თორდიას პირველი კომენტარი

აუდიტის სამსახურის ყოფილ შეფი, რომელსაც ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ  პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოფიციალურად მიანჭა, პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს. 

თორდია აცხადებს, რომ ის ბრძოლას იქმადე არ შეწყვეტს, ვიდრე ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მისი ცემისთვის არ დაისჯება. 

ამ საქმეს არასდროს მივატოვებ, არასდროს გავატან ამ ქეის ჰაერს. ეს იყო ერთი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი გამიგრძელდა, შეიძლება 5-10 წელი კიდე გამიგრძელდეს, მაგრამ მე სიმართლეს აუცილებლებლად დავამტკიცებ. რა კორუფციული სქემა იყო, იზარალა თუ არა მერიამ, 3 000 000  - ის ქონება თუ სხვა... დღეს იქ კორპუსები აშენდა თუ არა, რამდენი იშოვა ამით, ეს ხომ არარვის არ ახსოვს, მაგრამ მე ყველაფერი კარგად მახსოვს. 

მე მაგ ადამიანმა (ოთარ ფარცხალაძემ) ცხოვრება შემიცვალა მთლიანად. ცხოვრება ტავიდან დავიწყე 40 წლის ასაკში. და იმდენად მძიმე პერიოდი გამოვიარე, ამას არასოდეს დავივიწყებ და ის ადრე თუ გვიან პასუხს აგებს ამისთვის. 

ძალიან ბევრი ადამიანის სახელი და გვარი გაიჟღერებს, როცა ამ საქმის გამოიძიება ნორმალურად მოხდება და მოხდება იმ კამერების ამოღება, სადაც ეს ფაქტი მოხდა"- აცხადებს თორდია. 

ამერიკის ფედერალურმა სასმართლომ აუდიტის სამსახური ყოფილ შეფს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. ის რაშიც ქართულმა სასმართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, შტატებმა პოლიტიკური დევნად აღიარა.

ოთხწლიანი განხილვის შემდეგ, დადგინდა რომ ყოფილმა პროკურორმა ლაშა თორდია აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის გამო პოლიტიკური ნიშნით ცემა.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია ისიც, რომ "ოცნება" მისთვის მიუღებელ ადამიანებს დევნის, აშანტაჟებს, ავიწროებს და ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

 

მსგავსი სიახლეები