პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან ხელცარიელი დაბრუნდა - სამადაშვილი
სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან სრულიად ხელცარიელი დაბრუნდა.
პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირა მბობს, რომ ეს არ იყო შედეგიანი შეხვედრა, რადგან ოპოზიციონერის თქმით, ევროპის მხრიდან საქართველოს პროგრესის შესახებ, რეალურად, არაფერი თქმულა.
„რეალურად, გუშინ უნდა გაკეთებულიყო განცხადება, რომ, მაგალითად ამ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პროგრესი. რეალურად, აი ეს იქნებოდა შედეგიანი შეხვედრა ბრიუსელში. ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად ხელცარიელი ბრუნდება პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ახალი გზავნილი ევროპის მხრიდან, რომ საქართველოს რამე პროგრესი აქვს“. - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩასულ საქართველოს პრემირ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა პირდაპირ უთხრა, რომ პირობების შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და პასუხისმგებლობა იკისროს. არ არის მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ", - განაცხადა ბორელმა.