"დეოლიგარქიზაცია-დებიძინიზაცია"-ახალი სტენსილები თბილისში

07.09.22 11:54
"დეოლიგარქიზაცია-დებიძინიზაცია"-ახალი სტენსილები თბილისში

"დებიძინიზაცია" დეოლიგარქიზაცია " და "არა რუსულ ოცნებას"  - თბილისი ამ შინაარსის ბანერებით აჭრელდა.

წარწერები თბილისის მასშტაბით  იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვინც თვლის, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს.

აქციის მიზანი   დებიძინიზაცია და ქვეყნაში არაფორმალური მმართველობის  დასრულებაა, თუმცა თბილისის მერიამ მათი ნაწილის წაშლაზე უკვე იზრუნა. დღეს დილიდან დასუფთავების სამსახური ქუჩა-ქუჩა დადის და სტენსილების წაშლით არის დაკავებული.

იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩეს, ჩვენმა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა შეინარჩუნოს, აუცილებელია, დებიძინიზაცია დეოლიგარქიზაცია. ამ პროცესში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ამ ოლიფარქიული კლანის სანქცირება, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება ივანიშვუილის მეთაურობით. 

ანტიკორუფციული მოძრაობა საერტაშორისო არენაზე ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ამ ადამიანების სანქცირება"- თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები