ხელისუფლებას უნდა, პირისპირ დავრჩეთ რუსეთთან - ვაშაძე
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არგუმენტების ახალი პაკეტის დაგროვება დაიწყო, რათა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე უარი მიიღოს საქართველომ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნება“ ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან მისი თქმით, მათ უნდათ რომ პირისპირ დავრჩეთ რუსეთთან.
„გუშინწინ ბოიკოტი გამოუცხადეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და უფრო მეტიც, გუშინ მათ მიიღეს კანონი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. განა ფარული მოსმენების პრობლემა აქვთ, მიზანმიმართულად დაიწყეს არგუმენტების ახალი პაკეტის დაგროვება, რომ საბოლოო უარი მიიღონ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. იმიტომ, რომ მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ, პირისპირ დავრჩეთ რუსეთთან“.- ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩასულ საქართველოს პრემირ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა პირდაპირ უთხრა, რომ პირობების შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და პასუხისმგებლობა იკისროს. არ არის მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ", - განაცხადა ბორელმა.