ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი - კანდიდატის შერჩევის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ტესტი "ქართული ოცნებისთვის" - სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესი დასკვნით ეტაპზეა, კონსულტაციები დაწყებულია. ახლა სამოქალაქო საზოგადოება იმ კრიტერიუმებზე თანხმდება, რომლსაც მომავალი ომბუდსმენი უნდა აკმაყოფილებდეს.
მომავალი კვირიდან კი მესამე სექტორი კონკრეტულ კანდიდატებს წარადგენს. ახლა მთავარი კითხვაა დაუწერს თუ არა "ოცნება" მხარს მესამე სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთზე მეტი კანდიდატი ეყოლებათ, რომლებსაც პარლამენტს წარუდგენენ.
კვირის ბოლომდე კიდევ ვმუშაობთ დამატებით კრიტერიუმებზე, თუ როგორ უნდდა წარვადგინოთ, რამდენმა ორგანიზაციამ ერთი კანდიდატი და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ კანდიდატებზე, მათ ნომინირებაზე და ფიქრზე ვინ შეიძლება იყვნენ ასეთები.
თუ ქართულ ოცნებას სურს ნაბიჯი გადაიდგას წინ - ევროკავშირის მიმართულებით, მათ ეს ტექსტი უნდა გაიარონ და სცადონ, რომ პროცესი წარმატებული იყოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს პარტნიორებს, როგორ არის საქართველო მზად და არის თუ არა პოლიტიკური ნება გავაგრძელოთ განვითარებისკენ გზა"- თქვა არასამათავრობო ორგანზიაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.