სპეცოპერაციების სერია დედაქალაქში - რამდენიმე უბანში სპეცრაზმია მობილიზებული
სპეცოპერაციების სერია დედაქალაქში - თბილისის რამდენიმე უბანში სპეცრაზმია მობილიზებული. ოპერაცია სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ერთ-ერთი ლოკაცია თევდორე მღვდლის ქუჩაა.
ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს გირშიც.