სათვალთვალო კამერები გურიაში - ოპოზიცია ქვეყანაში ტოტალურ კონტროლზე საუბრობს

07.09.22 12:24
სათვალთვალო კამერები გურიაში - ოპოზიცია ქვეყანაში ტოტალურ კონტროლზე საუბრობს

სათვალთვალო კამერები გურიაში - უკანონო მოსმენების შემდეგ, ხელისუფლებამ ადამიანების უკანონო თვალთვალიც დაიწყო.

ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, „ოცნება“ ყველა სოფელსა და ქალაქში ათეულობით სათვალთვალო კამერებს აყენებს. ეს თანხები კი  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან იხარჯება.

დღეს გურიაში საკრებულოს სხოდმაა, სადაც ოპოზიცია ამ ფაქტის გაპროტესტებას აპირებს.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ტყოტალური მოსმენები დაიწყო.

ნახევარ მილიონამდე ლარს ხარჯავენ იმისთის, რომ ტოტალური თვალთვალი დაამკვიდროს ოზურგეთსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის, რასაც აკეთებენ არ არის დანაშაულთან ბრძოლა. თუ დანაშაულთან ბრძოლა უნდათ, აქედან 25 კილომეტრში არის დამნაშავე და ქვეყნის პირველი დამღუპველი ბორენკა ივანიშვილი და იმას ებრძოლონ“. - ამბობს ოზურგეთის საკრებულოს "ენმ"-ს თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.

აღსანიშნავია, რომ კამერები კონკრეტული სახლების პირისპირაა დაყენებული და არც ერთ მათგანზე არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ვიდეო კონტროლი მიმდინარეობს, რაც კანონის მიხედვით დარღვევაა.

საკრებულოს თავმჯდომარე და ოზურგეთის ვიცე-მერი აღნიშნულზე ჩვენთან კომენტარს არ აკეთებენ. 

ცნობისთვის, კამერების დიდი ნაწილი უკვე დაყენებულია. 
 

მსგავსი სიახლეები