ხელჩართული ჩხუბი, დედის გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

07.09.22 12:54
ხელჩართული ჩხუბი, დედის გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ხელჩართული ჩხუბი, დედის გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის  საკრებულოში  - სხდომათა დარბაზი დღეს დეპუტატების საქმის გარჩევის  ეპიცენტრად იქცა.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, "ქართული ოცნების " და ოპოზიციის წევრებმა ჯერ ერთმანეთს დედა აგინეს შემდეგ კი ფიზიკურად  გაუსწორდნენ.

ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კონფლიქტი დეპუტატებს შორის "ქართული ოცნება" თაღლითობაში დაადანაშაულა. საქმე გომის მთაზე მიწების უკანონო მითვისებას ეხება.

ოპოზიციის თქმით, ტურისტულ ზონაში თეა წულუკიანის გამოცემული ბრძანებით "ოცნების მაღალჩინოსნებმა მიწები დაიკანონეს.

თაღლითური სქემის ორგანიზებაში ოპოზიცია  გურიის გუბერნატორის მამა, არჩილ თალაკვაძის ნათლიაა  და "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნები არიან ბრალდებულები. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები