,,TV25" დახურვის საფრთხის წინაშეა

07.09.22 13:17
,,TV25" დახურვის საფრთხის წინაშეა

,,TV25" დახურვის საფრთხის წინაშეა - კრიტიკული მედიის მენეჯერები პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი მეტწილად, ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებია. 

მათივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებებიდან მაგალითისთვის ერთ ერთი აზარტული ტამაშების რეკლამირების აკრძალვაა.

ობიექტური მედიის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე რამდენიმე გარემოებამ დააყენა. ყველა მათგანი კი ფინანსურ კრიზისამდე მიდის. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ხელისუფლების იგნორი და კრიტიკული აზრის მიმართ ირონიული რიტორიკაა. ამას ემატება აზრტული თამაშების რეკლამირებაზე დაწესებული აკრძალვები, რამაც კომერციულ მაუწყებლებს დიდი დარტყმა მიაყენა.

ტელევიზიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამოეცალა ფინანსური რესურსი და წაერთვა შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ამ ფონზე, კი, აზარტული თამაშების რეკლამირება შეუზღუდავად გრძელდება ქუჩაში, რაც ამყარებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყო გათვლილი"- აცხადებენ კრიტიკული მედიის მენეჯმენტში. 

TV25 აჭარაში  არსებობის  29 წლიან ისტორიას ითვლის. რეგიონის მთავარი არხის ისტორია ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდიდან, 1993 წლიდან იწყება. კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო  პოლიტიკის გამო, მაუწყებელი, მუდმივად იყო სხვადასხვა ხელისუფლებების სამიზნე და არაერთხელ ყოფილა TV25-ის დახურვის მცდელობაც. 

 

მსგავსი სიახლეები