ფედერალურმა სასამართლომ პოლიტიკური დევნა დაადასტურა - ლაშა თორდიას ადვოკატი
ლაშა თორდიას საქმე - აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველისთვის. ეკა ეგუტია პირდაპირ ამბობს, რომ გადაწყვტილება უპრეცედენტოა.
მისი თქმით, სასამართლოზე დადასტურდა, რომ თორდია მოქმედი ხელისუფლების მიერ იდევნებოდა.
მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო პროკურორი, ასევე იუსტიციის დეპარტამენტი ყოველგვარი განხილვების გარეშე დაეთანხმა ლაშა თორდიას საჩივარს. არ მოხდარა ე.წ. ჯვარედინი დაკითხვა და ლაშა თორდიასთვის დამატებით არც კი მოუსმენიათ ისე მიანიჭეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
ფაქტების ერთობლიობა ცხადყოფდა, რომ ლაშა თორდია იყო შევიწროებული, დევნილი მოქმედი ხელისუფლების მიერ. ის ამხელდა კორუფციაში მყოფ პირებს და ამის გამო მას, მოქმედ თანამდებობის პირს გაუსწორდნენ. ეს არის ძალიან სერიოზული, პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევა.
სასამართლოში მეორე მხარეს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი წარმოადგენს, სწორედ ის დამეთანხმა, ანუ სცნო სარჩელი. არ ვასაჩივრებო და ჩვენი მოთხოვნები აღიარა. სასამართლოზე სადვოც არ გამხდარა, მოხდა თუ არა თორდიას დევნა. არც კი შემოგვყვა კამათში, თქვა, რომ ვეთანხმები მოთხოვნებს და არ ვასაჩივრებო"- თქვა ადვოკატმა.
ამერიკის ფედერალურმა სასმართლომ აუდიტის სამსახური ყოფილ შეფს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. ის რაშიც ქართულმა სასმართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, შტატებმა პოლიტიკური დევნად აღიარა.
ოთხწლიანი განხილვის შემდეგ, დადგინდა რომ ყოფილმა პროკურორმა ლაშა თორდია აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის გამო პოლიტიკური ნიშნით ცემა.
ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია ისიც, რომ "ოცნება" მისთვის მიუღებელ ადამიანებს დევნის, აშანტაჟებს, ავიწროებს და ქვეყნის დატოვებას აიძულებს.