ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა - ოპოზიციური პარტიები ,,აირაის" წარმომადგენლებს ხვდებიან

07.09.22 13:50
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა - ოპოზიციური პარტიები ,,აირაის" წარმომადგენლებს ხვდებიან

ამ წუთებში საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ,,თბილისი მარიოტში" ,,აირაის" წარმომადგენლებს ხვდებიან. ემზადება თუ არა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის და ერთიანდებიან არა პარტიები ამ მოთხოვნის გარშემო? - საუბარი შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსა და ხელისუფლების ოპონენტთა სხვა გეგმებზე იქნება.

ახალი ვადამდელი არჩევნები შანსს აჩენს, რომ ქვეყანა გადაარჩინოს ისტორიულ სირცხვილს და ეს სირცხვილი მდგომარეობს ევროპული მისწრაფებებისთვის უარის თქმაში. 

თუ ჩვენ ოპოზიციონერებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს, არ გვაქვს რწმენა, რომ ხელისუფლების დამარცხების შანსი არსებობს, ვფიქრობ, ასეთი ადამიანები არაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ ფლუსტრაციის ხარისხს ზრდიან და საზოგადოებას სასოწარკვეთაში აგდებენ - განაცხადა ნიკა მელიამ.

,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის მომზადებული სიტუაცია, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მის მომზადებას  რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება.  

რაც შეეხება ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიოდერს, გიორგი ვაშაძის თვალსაზრისით, არაფერი ახალი ვადამდელ არჩევნებში არ არის, თუმცა მის ჩატარებსა ხალხი წყვეტს, ამიტომაც ოპოზიციამ კი კუნთების თამაშს თავი უნდა დაანებოს და საზოგადოებასთან უფრო აქტიურ კონსულტაციებზე გადავიდეს.

 დისკუსია აღნიშნულ თემაზე რამდენმე დღის წინ ნიკა მელიამ გახსნა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ამ მოთხოვნას რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა.

ხელისუფლების ოპონენტებს არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების ცვლილებას პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია სჭირდება.

მსგავსი სიახლეები