დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება, პროცესში ჩართული უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც არ გვყავს - კალაძე

07.09.22 13:50
დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება, პროცესში ჩართული უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც არ გვყავს - კალაძე

კახა კალაძის თქმით, დეპოლარიზაციის პროცესში ოპოზიციის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება.

თბილისის მერი, მმართველი გუნდის სხვა წევრების მსგავსად პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ ჰყავს.

„როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა და გუშინაც იქნა გაჟღერებული პრემიერის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მესიჯები, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა რას ვისმენთ ჩვენ ამ დღის განმავლობაში?! რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია.

უბრალოდ შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა.
გაკეთებულ იქნა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამაში ჩართული უნდა იყოს ასევე პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩასულ საქართველოს  პრემირ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა პირდაპირ  უთხრა, რომ პირობების შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და პასუხისმგებლობა იკისროს. არ არის მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები