ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს ყველას ინკლუზიურად იმუშაონ არა ცალკე - არჩილ თალაკვაძე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს თბილისში პოლიტიკური შეფასებაბი მოჰყვა - "ქართული ოცნების" ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ დასავლეთი ყველა მხარეს მოუწოდებს სამუშაო პროცესებში ერთობლივად ჩაერთონ.
„მკაფიო იყო გზავნილები. ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში და ინკლუზიურად იმუშაონ არა ცალკე, არა პარალელურად, არა თავის 12 და 13 პუნქტზე, არამედ იმუშაონ იმ საკითხებზე, რომელიც საერთო ამოცანებად გახლავთ განსაზღვრული“, - თქვა თალაკვაძემ.
ამასთან, პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოში მედია და სასამართლო თავისუფალია:
არავითარი პრობლემა თქვენ მედიას არ გექმნებათ, როდესაც კრიტიკულ შინაარსს მაუწყებლობთ თქვენ ხელისუფლებასთან მიმართებით"- აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში 6 სექტემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ჩასულ საქართველოს პრემირ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა პირდაპირ უთხრა, რომ პირობების შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.