3 თვე ომბუდსმენის უფლებამოსილების ამოწურვამდე - ვის დაუჭერს მხარს ,,ოცნება" სახალხო დამცველის პოსტზე?
3 თვე სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვამდე - ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში არ ერევიან და მხარს მხოლოდ იმ კანდიდატს დაუჭერენ, ვინც კომპეტენტური და დამოუკიდებელი იქნება.
უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ წარმოადგენს, არამედ იმას, ვინ არის კანდიდატურა, ვის წარმოადგენენ.
ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში, შევაფასოთ კანდიდატურა, რამდენად კომპეტენტური, დამოუკიდებელი, ღირსეული და მიუკერძოებელი ადამიანი იქნება. - განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ნინო ლომჯარიას პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნას მხარს არ დაუჭერს.
,,ქართული ოცნება" სახალხო დამცველის ინსტიტუტის სრულ დამოჩილებას ცდილობს - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები, რადგან უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატის წარდგენას ,,ოცნების" სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, მას კი სავარუდოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება.