დეოლიგარქიზაცია მოგვარდება, როდესაც ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში - ხვიჩია

07.09.22 14:40
დეოლიგარქიზაცია მოგვარდება, როდესაც ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში - ხვიჩია

“გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩია, განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ გაგზავნა და ოპოზიციის აღიარება 12 პუნქტის შესრულებაზე.

როგორც ხვიჩია ამბობს, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გადაწყდება.

„თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ამისთვის ნაბიჯებია გადასადგმელი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გაგზავნილი სამკურნალოდ და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ "მოაწეროს ხელი და აღიაროს, რომ 12 პუნქტი შესრულდა.

დეოლიგარქიზაცია, რომელიც ასევე პრობლემაა, ჩემი აზრით, მოგვარდება მხოლოდ ერთადერთი გზით, როდესაც, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში“. - თქვა იაგო ხვიჩიამ.
 

მსგავსი სიახლეები