სანქციების სიაში შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ - ირაკლი კობახიძე

07.09.22 15:28
სანქციების სიაში შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ - ირაკლი კობახიძე

ისეთი აბსურდული სიაა, რომ შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე სანქციების თემაზე დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სანქციების კანდიდატთან მეორე პაკეტში საკუთარი გვარ-სახელიც ამოიკითხოს.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებულები არიან რაღაც აბსურდით არახამიას სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი. ამ ადამიანების მხრიდან როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ აბსურდული ინიციატივები გაიტანონ.

რაც არ უნდა ინიციატივა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანჟებს, გვაიძულებს იმას, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ აქ ომი გავაჩაღოთ. ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ ან თორნიკე შენგელიაც, მე არ ვიცი"- განაცხადა კობახიძემ.

დავით არახამია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოკავშირეები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.

როგორც არახამია აღნიშნავს, თავდაპირველად მოხდება ოლიგარქის გარემოცვის და მისი დამფინანსებლების წარდგენა სანქცირებაზე. 

 

მსგავსი სიახლეები