ბიჭვინთა, ბორდერიზაცია, ყველაფერი ეს 'ნაცების" მემკვიდრეობაა - ირაკლი კობახიძე

07.09.22 15:35
ბიჭვინთა, ბორდერიზაცია, ყველაფერი ეს 'ნაცების" მემკვიდრეობაა - ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება" რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცენბაში დამნაშავედ ,,ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ შიდა ქართლსა და აფხაზეთში ტერიტორიების დაკარგვაში დამნაშავეა ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება და მისგან მიღებული მძიმე მემკვიდრეობა.

პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა და რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ერთადერთი რაც იყო, სამწუხარო ბორდერიზაციაა, რაც წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

20 პროცენტი ჩააბარეს ტერიტორიების და შექმნეს უამრავი პრობლემა, ეს იგივე ბიჭვინთა, იგივე ბორდერიზაცია, ყველაფერი მათი მემკვიდრეობაა, მათ დაგვიტოვეს.

ჩვენ რაღაცაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ, რაღაცაზე არ ვსაუბრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. წინა ხელისუფლება აკეთებდა იგივეს, ოღონდ უკუღმა. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები