კვარაცხელიათი ანტიევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია - ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია.
ომბუცმენის თქმით, კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის, თუ რამხელაა განსხვავება, ერთი და იგივე ადამიანი რუსულ კლუბში თამაშობს თუ ევროპულში.
„სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი თამაშობს რუსულ კლუბში თუ ევროპულ კლუბში.
იგივე ეხება ქვეყანასაც და შესაბამისად, კვარაცხელიას მაგალითით ანტიევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია.
წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!“ - წერს ნინო ლომჯარია.