პარლამენტმა ომბუცმენის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
88-ხმით ერთხმად, პარლამენტმა, სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს.
რეგლამენტის პროექტით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.