საქართველო რუსებისა და ბელორუსების მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა

07.09.22 17:16
საქართველო რუსებისა და ბელორუსების მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა

საქართველოში ჩამოსული 50 ათასამდე რუსეთის მოქალაქე  უკან დაბრუნებას აღარ აპირებს და ჩვენს ქვეყანაში დარჩენას გეგმავს. ეს რიცხვი ოფიციალური მონაცემია, თუმცა მათი რეალური რაოდენობა  გაცილებით მეტია.  რუსეთის მოქალაქეების ბუმი განსაკუთრებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში იგრძნობა.

ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩა 15 ათასამდე ბელორუსის მოქალაქეც. იმისთვის, რომ საქართველოში ცხოვრება კანონმდებლობასთან შესაბამი იყოს და პრობლემები არ შეექმნათ,  ისინი საქართველოს მოქალაქეებზე ფიქტიურად ქორწინდებიან.

მონაცემებს ,,ინფორმაციის კვლევის ინსტიტუტი" ასაჯაროვებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, რუსეთის მოქალაქეთა მიგრაცია ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის.

საქართველოში შემოსული 50 ათასი რუსეთის მოქალაქიდან 40 ათასი უკვე ერთ თვეზე მეტია, ქვეყანაში იმყოფება. არსებობს ვარაუდი, რომ უკვე მიგრაციასთან გვაქვს საქმე. ეს კი აჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უფრო ხშირად  საქართველოს მოქალაქეებზე რუსები ქორწინდებიან. - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, გოგა თუშურაშვილი. 

მსგავსი სიახლეები