ადგინოს და იკითხოს, არასერიოზულია - "ოცნების" რეაქცია არახამიას განცხადებაზე

07.09.22 17:32
ადგინოს და იკითხოს, არასერიოზულია - "ოცნების" რეაქცია არახამიას განცხადებაზე

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახას მიერ სანქციების მეორე ეტაპის დაანონსებას  ქართულ ოცნებაში გაღიზიანება მოჰყვა. 

ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რას აანონსებს არახამია: 

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას აანონსებს დავით არახამია, შეუძლია, მეორე, მესამე, მეექვსე გამოსცეს. რა პრინციპით ადგენს ამ სიებს მე არ ვიცი. ადგინოს და იკითხოს.  არახამიას ვინც თვალში მოხვდება, ყველა მოხვდება"- განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

 რატი იონათამიშვილისთვის კი კორუფციის პრევენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია "არასერიოზულია". 

ეს სია თავისი შინაარსით ძალიან არასერიოზულია. ეს ნაბიჯი დაგადგმულია იმ ადამიანების მხდიდან, ვინც ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ომში ჩათრევისკენ მოუწოდებდა და გვსაყვედურობდა, რომ რომ აქ ქალები და ბავშვები არ იხოცებიან. იმ ადამიანების მხრიდანაა ვინც წუხს და ტრაგედიად მიაჩნია, ის რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ არის უკრაინის სარტყელი და ა.შ. მსგავსი ადამიანების მსგავს გადაწყვეტილებას, ცხადია არანაირი ფასი არ ექნება და არც იმსახურებს იმას, რომ ჩვენ სერიოზულად შევხედოთ"- განაცხადა დეპუტატმა.

სანქციების მეორე ეტაპი დაანონსებულია - ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის შემდეგ სანქციები შესალოა, ოლიგარქის პოლიტიკურ მემკვიდრეებსაც შეეხოთ.

სკანდალური განცხადება დღეს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დავით არახამიამ გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები