კალაძე გადასულია დამატებითი შემოსავლის მოძიებაზე, რაც მის კორუფციულ ინტერესებს დააკმაყოფილებს - ვასო ურუშაძე
,,ანტიკორუფციული მოძრაობა" აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის 5-ჯერ გაზრდას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე, აღნიშნავს, რომ ჯარიმის გაზრდა თბილისის მერის კორუფციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული.
ურუშაძის თქმით, ჯარიმის გაზრდა მიზანშეწონილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ხელისუფლება მოსახლეობას პარკირების ალტერნატიულ და გაზრდილ ვარიანტებს შესთავაზებდა.
კახა კალაძე გადასულია დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რაც მისი კორუფციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული.
ყველაზე მნიშვნელოვანია არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის ზრდა, რაც 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება მაშინ, როცა არანაირი ალერნატივა თბილისის მერს არ აქვს შეთავაზებული: უნდა დამატებულიყო ადგილები, აშენებულიყო მიწისქვეშა პარკირების სივრცე, მიწისზედა საპარკინგე ინფრასტრუქტურა. თუმცა არაფერი 2017 წლის შემდეგ კახი კალაძეს არ გაუკეთებია. - ამბობს ვასო ურუშაძე.
არასწორი პარკირებისა და სხვა დარღვევებისთვის ჯარიმა იზრდება. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.