"რეფერენდუმები" რუსებმა ყველგან გადადეს "უსაფრთხოების" გამო - მიხეილ სააკაშვილი

07.09.22 18:06
 "რეფერენდუმები" რუსებმა ყველგან გადადეს "უსაფრთხოების" გამო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რომ უკრაინელების საომარი წარმატების გამო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა გადადეს. 

უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს -  წერს მიხეილ სააკაშვილი.

რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები. "რეფერენდუმები" რუსებმა ყველგან გადადეს "უსაფრთხოების" გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები