"სახელმწიფოს მიტაცება, ფარული გარიგებები რუსეთთან" - ივანიშვილის სახელი ამერიკულ დოკუმენტში მოხვდა

08.09.22 11:11
"სახელმწიფოს მიტაცება, ფარული გარიგებები რუსეთთან" - ივანიშვილის სახელი ამერიკულ დოკუმენტში მოხვდა

ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება ამერიკულ დოკუმენტში მოხვდა. USAID- ის ანგარიშის ერთი ნაწილი რომელიც, საქართველოს ეხება პირდაპირ წერია,  ბიძინა ივანიშვილის ფარულ გარიგებებზე რუსეთთან, მის დამალულ ბიზნესებზე რუსეთში და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული. 

ამერიკის სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების საქმიანობაც არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან დამოკიდებულს რუსეთზე.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა. 

განცხადების ავტორები, პირდაპირ წერენ, რომ  ფაქტს შეერთებულმა შტატებმა შეფასება უნდა მისცეს. დოკუმენტში წერია, რომ  ბერკეტი შეიძლება იყოს  კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვია და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა დასანქცირება. 

მსგავსი სიახლეები