ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ - გორში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
გორში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ადგილობრივები ამბობენ, რომ აღსრულების ბიურო კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ორსულ ქალსა და მის ხანდაზმულ ოჯახის წევრს ზალის გამოყენებით ასახლებს.
ადგილობრივების თქმით, ოჯახს 3 000 დოლარს ედავებიან. ირკვევა, რომ მევახშე მეზობელია, რომელსაც ადგილობრივები ლინჩინს წესით გასამათლებით ემუქრებიან.
ქუჩაში გამოსული ადამიანები ფარულ გარიგებებზე და სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ, რომელზეც არც სასამრთლო და არც პროკურატურა რეაგირებს.
ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, მოსახლეობამ შენობის მინები ჩალეწა. ადგილობრივები "ტვ პირველთან" აცხადებენ, რომ აღსრულების პოლიციამ ორ ქალზე ფიზიკურად იძალადა და შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
"ლინჩის წესით გავასამართლებთ მევახშეს, რომელიც 3 000 დოლარსი გამო ასახლებს ორსულ ქალს. მივმართავთ ხელისუფლებას, თქვენს კარებთანაც მივალთ"- ამბობენ ადგილობრივები.