პედოფილიის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - პოლიცია 60 წლის კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს

08.09.22 13:10
პედოფილიის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - პოლიცია 60 წლის კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - პოლიცია 60 წლის კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, სავარაუდო მოძალადე ტაქსის მძღოლია, რომელმაც გვიან ღამით 13 წლამდე გოგონა მანქანით გაიტაცა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. 

ირკვევა, ისიც რომ შუახნის კაცი და სავარაუდო დაზარალებული მეზობლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდმა სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო და შემზარავი ამბავი დედას უამბო. 

გოგონას და დედას გამომძიებლები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები